გაკვეთილის გეგმა



მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ლალი ხარშილაძე, 24001007512
საგანი : ქართული ენა-ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი : საბაზო / მე-9
გაკვეთილის თემა : ლეონტი მროველის „მოქცევა მირიან მეფისა და მის თანა ყოვლისა ქართლისა წმინდისა დედისა ჩვენისა ნინო მოციქულის მიერ.
გაკვეთილის მიზანი : მოსწავლემ უნდა შეძლოს მხატვრული ტექსტის გაგება გააზრება, პერსონაჟების პიროვნულ თვისებებზე დაკვირვება, მათი ქცევის შეფასება . კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება. სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა. ლექსიკური მარაგის გამდიდრება, წერის უნარ-ჩვევების განვითარება.
#
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
გამოყენებული ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წ თ)
1
გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა. შეფასების კრიტერიუმებისა და ქცევის წესების გაცნობა.
გონებრივი იერიში
მთელი კლასი.

1წთ
2
წინარე ცოდნის გამოკითხვა.
გონებრივი იერიში.
კითხვა- პასუხის მეთოდი.
მთელი კლასი.
დაფა, ფლიპჩარტი, მარკერი.
5წთ
3
ახალი მასალის ახსნა. ტექსტის მონაკვეთებად დაყოფა, კომენტირებით ტექსტის გაგება გააზრება. მუშაობს სამი ჯგუფი ასახსნელ ტექსტზე ევალებათ დაწერონ პერიფრაზი, მონიშნონ უცხო სიტყვები და გამოთქმები. გააკეთონ პრეზენტაცია.
კომენტირებული კითხვა. პრეზენტაცია.
ინდივიდუალური  და ჯგუფური მუშაობა.
სასკოლო სახელმძღვანელო, რვეული, კალამი.
20წთ
4
წაკითხული ტექსტის შინაარსის გაგება, პერსონაჟების თვისებებზე დაკვირვება. გრაფიკული სქემის შევსება.
პრეზენტაცია
ინდივიდუალური და ჯგუფური.
ფლიპჩარტი, გრაფიკული სქემები, მარკერი.
7წთ
5
ტექსტის მთავარი სათქმელის გამოკვეთა. მასწავლებელი კითხვის დასმით აანალიზებს და ამთლიანებს ტექსტს. ხდება ტექსტის გააზრება შეფასება.
კითხვა-პასუხი. აქტივობა: 3,2,1.
მთელი კლასი.
სახელმძღვანელო.
7წთ
6
ანა კალანდაძის ლექსის „მოდიოდა ნინო მთებით“ მოსმენა.
დემონსტრირების მეთოდი.
მთელი კლასი.
ლეპტოპი, ხმის გამაძლიერებელი.
3წთ
7
საშინაო დავალების მიცემა.



1წთ
8
მოსწავლეთა შეფასება.
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკის გამოყენება.
მასწავლებელი -მოსწავლე.
შეფასების რუბრიკა.
2წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლეს შეუძლია ძველი ქართული ტექსტის წაკითხვა, გაგება-გააზრება, პერსონაჟის ქცევის შეფასება და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, საკუთარი მოსაზრების ზეპირად და წერილობით გადმოცემა, მსჯელობა, დასაბუთება.

No comments:

Post a Comment